მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ 90 ოჯახია ევაკუირებული

© photo: Sputnik / Nazi Zhorzholianiთბილისის გლდანის რაიონი
თბილისის გლდანის რაიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ შორის ორი - მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი მძიმე დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული, მეორეს კი მრავლობითი ტრამვებით - ამ დროისათვის ოპერაციას უკეთებენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში, გლდაინს მეექვსე მიკრორაიონში,  ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, 90 ოჯახი ევაკუირებულია. სავარაუდოდ ორი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებს შორის არის მოყოლილი, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება. 

 ძლიერი აფეთქება ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსში სამშაბათს, 14 ივლისს მოხდა. წინასწარი მონაცემებით აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად სახლის კედლის ნაწილი სამ სართულზე ჩამოინგრა. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი — ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. ოთხი ადამიანი დაშავებულია.  დაშავებულები სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ შორის ორი — მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი მძიმე დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული, მეორეს კი მრავლობითი ტრამვებით — ამ დროისათვის ოპერაციას უკეთებენ. კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მალე გაწერენ საავადმყოფოდან. 


ყველა ახალი ამბავი
0