მარგველაშვილი საჰაერო უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გაეცნო

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში, ლაბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს 2015 წლის ივნისში მოეწერა ხელი. დოკუმენტს გრიფით „საიფუმლო“ ადევს.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik.  დოკუმენტის იმპლემენტაციის შემდეგ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზრდება, განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამშაბათს, 14 ივლისს გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრისას საქართველოს უმაღლეს მთავრსარდალს  გიორგი მარგველაშვილს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინა იმერლიშვილს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ საჰაერო უსაფრთხოების თაობაზე და ქართულ-ფრანგული ხელშეკრულების დეტალებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები გადმოეცემა.

 „ცხადია, ეს ხელშეკრულებები არის საიდუმლო და მე მისი გამჟღავნების უფლება არ მაქვს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამით თვისობრივად იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. შეძენილია საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც, როგორც გამოჩნდა, სამწუხაროდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ყველაზე სუსტი წერტილი იყო", – აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით,  უმაღლეს მთავარსარდალთან კონსულტაციების გარეშე სწორი არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან  შემდგომი მოლაპარაკებების დაწყება.

 „ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით ერთსა და იმავე პოზიციაზე — საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ახლა გაცილებით უფრო მყარი, ძლიერი, ნატო-სთან თავსებადი, საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შემადგენელი კომპონენტი ხდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

საფრანგეთში, ლაბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს 2015 წლის ივნისში მოეწერა ხელი. დოკუმენტს გრიფით „საიფუმლო“ ადევს.

 


ყველა ახალი ამბავი
0