პრესკონფერენცია: ”მითიური კოლხიდა და მსოფლიო ატლანტოლოგია”

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრეს–ცენტრი
რია ნოვოსტის პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენციის მონაწილენი მოგვითხრობენ კოლხეთის ტრადიციებისა და ისტორიის შესწავლის ასოციაციის საქმიანობისა და მსოფლიო კულტურული ელიტის წარმომადგენლებისთვის მისი მემკვიდრეობის - მითების, ლეგენდების, არქიტექტურის ძეგლების, ფოლკლორის - გაცნობის შესახებ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ასოციაცია ”კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შემსწავლელი ცენტრი — კოლხეთის ვარდი” ხუთშაბათს, 16 ივლისს, 12:00 საათზე რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს თემაზე ”მითიური კოლხეთი და მსოფლიო ატლანტოლოგია”.

კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შემსწავლელი ცენტრი ”კოლხეთის ვარდი” ელენ დორისმა დააარსა, რომელიც 1980 წლიდან დასავლეთ საქართველოს კულტურულ და ფინანსურ სფეროებში უჭერს მხარს (ბიბლიოთეკა, ტაძრები, მუზეუმები, მონასტრები).

პრესკონფერენციის მონაწილენი მოგვითხრობენ კოლხეთის ტრადიციებისა და ისტორიის შემსწავლელი ასოციაციის საქმიანობისა და მსოფლიო კულტურული ელიტის წარმომადგენლებისთვის მისი მემკვიდრეობის — მითების, ლეგენდების, არქიტექტურის ძეგლების, ფოლკლორის — გაცნობის შესახებ. ასევე ისაუბრებენ ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე ატლანტოლოგებისა და უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა მორიგ, მეოთხე ყრილობაზე – ”ატლანტოლოგია ХХI საუკუნეში — განვითარების პერსპექტივები” ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ.

პრესკონფერენციის მონაწილეების საუბარი ცალკე მიეძღვნება გია კვაშილავას აღმოჩენას, რომელმაც ცნობილი ”ფესტოსის დისკო” გაშიფრა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობენ:

— ფილოსოფოსი, ასოციაცია ”კოლხეთის ვარდის” პრეზიდენტი ელენ დორისი;

— საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, პუბლიცისტი, მთარგმნელი ქეთევან ტომარაძე;

— მათემატიკოსი, მათემატიკური ლინგვისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, ”ფესტოსის დისკოს” გამშიფრავი, გია კვაშილავა. 

”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:

თბილისი, რუსთაველის გამზ. 2. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.

ტელ: 224 46 77;  555 90 89 77.

 

ყველა ახალი ამბავი
0