მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაყინულ ანგარიშებზე არსებული 100 მლრდ აშშ დოლარი ირანისთვის ხელმისაწვდომი გახდება

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშითეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანისთვის 100 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდება, რაც ”ექვსეულთან” შეთანხმებას შეასრულებს, რამაც ”მაგატეს” მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ირანისთვის ”ექვსეულთან” შეთანხმების წარმატებით შესრულების შემთხვევაში ადრე გაყინული ანგარიშებიდან ხელმისაწვდომი 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტზე გახდება, იუწყება სააგენტო ”როიტერი” აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” აღნიშნავს, გარიგების პირობების შესრულებას ”მაგატე” (ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია) გააკონტროლებს. სააგენტო ”როიტერის” წყარო აღნიშნავს, რომ ირანის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში თეირანის წინააღმდეგ 65 დღის განმავლობაში გაეროს უშიშროების სანქციები კვლავ შეიძლება ამოქმედდეს.

სამშაბათს, ირანმა და საერთაშორისო შუამავლების ”ექვსეულმა” ირანის ატომთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების თაობაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ურთულესი მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი ერთობლივი ქმედებების გეგმის მიღებით დასრულდა, რომლის შესრულებაც ირანს ადრე მის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ შემოღებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს მთლიანად მოუხსნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0