თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის NIOC საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა მოჰსენ ქამსარიმ განაცხადა, რომ თეირანი შეეცდება გაზარდოს ნავთობის ექსპორტი ევროპაში და ევროპულ ბაზარზე საკუთარი წილი 42–43%–მდე აღადგინოს, ანუ იმ რაოდენობამდე, რომელიც სანქციების შემოღებამდე ჰქონდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „შანა“–ზე დაყრდნობით.
მაისის შუა რიცხვებში ქამსარის განცხადებით, დასავლეთი როგორც კი მოხსნის სანქციებს, ირანი მზადაა მაშინვე დაიწყოს ნედლი ნავთობის ევროპაში გატანა. მისი თქმით, ახალი მიწოდება საკასო გარიგებებით განხორციელდება, სანამ ევროპელი პარტნიორები თავიანთ წლიურ კონტრაქტებს დაასრულებენ.
სამშაბათს, ირანმა და საერთაშორისო შუამავლების „ექვსეულმა“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების კუთხით.
ურთულესი მოლაპარაკებები მოქმედების ერთობლივი და ყოვლისმომცველი გეგმის მიღებით, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ირანს სრულად მოეხსნება წლების წინ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, აშშ–ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული, ეკონომიკური და ფინანსური სანქციები.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ჟენევაში 2013 წლის ნოემბერში მოქმედების დროებითი ერთობლივი გეგმის მირების შემდეგ, „ექვსეულისა“ და ირანის დისკუსიები ვენაში, მონტროში, ლოზანასა და ჟენევაში ტარდებოდა ხოლმე. 2014 წლის თებერვლიდან დღემდე გამართულია არაერთი რაუნდი. ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებათა დამამთავრებელი რაუნდი 18 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.