მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მარგველაშვილმა ფრანსუა ოლანდს ეროვნული დღესასწაული – ბასტილიის აღების დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასტილიის აღების დღე საფრანგეთში 14 ივლისს აღინიშნება. 1789 წლის 14 ივლისს აიღეს ბასტილიის ციხესიმაგრე – სწორედ ეს დღე ითვლება საფრანგეთის რევოლუციის დაწყების დღედ.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს ეროვნული დღესასწაული – ბასტილიის აღების დღე მიულოცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამშაბათს, 14 ივლისს.

„დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომლად დიდია მსოფლიო ისტორიაში, თქვენი ეროვნული დღესასწაული ძვირფასია ყველასთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და აღიარებს მათ ცხოვრების მრწამსად“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, 14 ივლისი  საფრანგეთის დემოკრატიული და ლიბერალური სახელმწიფოს აღმშენებლობის დაწყების სიმბოლოა. 

„ეს არის მოდელი, რომელიც მაგალითს წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს მსგავსად აშენებენ და აძლიერებენ საკუთარ დემოკრატიას“, – ნათქვამია მისალოც ბარათში.

გარდა ამისა, მარგველაშვილმა ოლანდს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრეზიდენტო, ეს დღე კიდევ ერთხელ მაძლევს საშუალებას, რათა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენდამი, ასევე ფრანგი ხალხისადმი ამ რთულ პერიოდში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ბასტილიის აღების დღე საფრანგეთში 14 ივლისს აღინიშნება. 1789 წლის 14 ივლისს აიღეს ბასტილიის ციხესიმაგრე – სწორედ ეს დღე ითვლება საფრანგეთის რევოლუციის დაწყების დღედ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0