მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კვიტაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს

© photo: Sputnik / Михаил Полинчак / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე კვიტაშვილი
ალექსანდრე კვიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, აღნიშნა, რომ პოლიტიკოსად გადაკვალიფიცირებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” წერს.

მანამდე საპარლამენტო კოალიციის რიგი ფრაქციები ჯანდაცვის სფეროში ”რეფორმების არარსებობასთან დაკავშირებით” მინისტრის თანამდებობიდან კვიტაშვილის გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მინისტრმა განცხადება გადადგომის თაობაზე თავად დაწერა. როგორც კვიტაშვილმა განმარტა, მისი გადადგომის ინიციატივას სამკურნალო საშუალებების შესყიდვის სისტემის რეფორმირების გამო ლობირებენ. უკრაინის რადას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან კვიტაშვილის გადადგომის შესახებ განცხადება ჯერარ მიუღია.

”არ ვაპირებ რაიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნას, ახალი მინისტრის გადაყენების მოთხოვნით გამოსვლებს, უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, სხვადასხვა არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრას”, — განაცხადა კვიტაშვილმა სამშაბათს უკრაინული გაზეთის ”სეგოდნიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.

”ვესაუბრე მას, რჩევა ვკითხე, რადგანაც მან უკრაინა ძალზე კარგად იცის, იცის აქაური ხელისუფლება, მუშაობდა, სწავლობდა და ა. შ. მას არსებული ვითარება გავაცანი. სააკაშვილმა მითხრა: ”შენ გადაწყვიტე”. მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ჯანდაცვის რვა მინისტრი შეიცვალა და მგონი, ეკოლოგიის მინისტრი — კიდევ უფრო მეტი”, — განაცხადა კვიტაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის გუნდში წასვლას არ აპირებს. ”სააკაშვილთან საქართველოში მრავალი წელი ვიმუშავე, ვიცი, ეს რა არის, ცოტა დასვენება მჭირდება”, — დაასკვნა კვიტაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0