თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ის ახალ რეიტინგში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 33 —ე პოზიციაზეა და უკვე 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის.
ბასილაშვილის ასეთ წინსვლას ბიძგი მისმა უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლამ მისცა, სადაც ბასილაშვილმა 452 სარეიტინგო ქულა მოაგროვა. თავდაპირველად ქართველმა ჩოგბურთელმა სამი მატჩის მოგებით, დამაჯერებლად გადალახა კვალიფიკაცია. შემდეგ, პირველ წრეზე არგენტრინელ ფაკუნდო ბანისს მოუგო. მეორე რაუნდში ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი — ესპანელი ფელისიო ლოპესი დაამარცხა და მხოლოდ მესამე წრეზე დათმო მატჩი მსოფლიოს 22-ე ჩოგანთან რობერტო ბაუტისტა-აგუტთან.
პირველ ასეულში მოსახვედრად 23 წლის ბასილაშვილს სულ 62 ქულა არ ეყო.
კიდევ ერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა АТР-ის რეიტინგში. 21 წლის სპორტსმენი 67 პოზიციის გადალახვით, 519-ე ადგილზე გადავიდა.
მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა რეიტინგს სათავეში უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას. მეორე ადგილზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, ხოლო ლიდერთა სამეულს ბრიტანელი ენდი მარეი კრავს.