მარგველაშვილი: გამყოფი ხაზები საქართველოსთვის მიუღებელია

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გამყოფი ხაზის ყოველი ახალი მეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სტრატეგიული ობიექტის მახლობლად, მიუღებელია განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას. 

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 10 ივლისს დამონტაჟდა „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები. ამასთან, ნავთობსადენ ბაქო-სუფსის ორი მონაკვეთი (1.6 კმ-მდე) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა. ხოლო გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან დამონტაჟებული ბანერი, ნავთობსადენის მეორე სეგმენტიდან 50 მეტრში მდებარეობს. 

 „საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად“ — განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა 13 ივლისს,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 

 მისი თქმით, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, საქართველო ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას ინარჩუნებს. 

 „ურთულეს ვითარებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 ნავთობსადენი ბაქო-სუფსა შავი ზღვის ტერმინალამდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით,  ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა. ნავთობსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა — დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში (140 ათასი ბარელი დღეში). ნავთობსადენის ოპერატორია კომპანია ВР.


ყველა ახალი ამბავი
0