მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოსა და აშშ-ს შორის FATCA-ს ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიძველებური ფანარი ეროვნული ბანკის შენობაზე
ძველებური ფანარი ეროვნული ბანკის შენობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ, ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს, მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს, ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik.  საქართველო აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით,  ფინანსურ ინფორმაციას მიაწვდის.  შესაბამის მთავრობათაშორის ხელსეკრულებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ საქართველოს ფინანსური უწყება იტყობინება

 შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act) ე.წ. FATCA, ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს, მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს. 


ყველა ახალი ამბავი
0