თავდაცვის მინისტრი: აბაშიძე - კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატი არ უნდა შეიცვალოს

© NEWSGEORGIA, Александр Имедашвилиთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არხი უნდა შევინარჩუნოთ. გაბუტულ მდომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები,"- აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ვერ ხედავს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის  მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილების აუცილებლობას.

 „ამ წუთას მე აბაშიძე — კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმას თავისი მანდატი, თავისი საქმე აქვს. არხი უნდა შევინარჩუნოთ. გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები,"- განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ორშაბათს, 13 ივლისს. 

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პრაღაში 15 ივლისს დაგეგმილი აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის წინ, საქართველოსა და  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დამონტაჟდა „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები. ბანერები განთავსდა თბილისი-გორის ავტომაგისტრალიდან 500 მეტრში, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის ტერიტორიაზე, რომლებიც ვერ კონტროლდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. 

 თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ აფხაზეთიას და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხარჯზე.


ყველა ახალი ამბავი
0