ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის მიწვევით 10-11 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა, დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმში რადიკალური ცვლილებები განხორციელდება.

ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის მიწვევით 10-11 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. 

”დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვიზების გამარტივება მოჰყვება… ეს საკითხი მაღალი დონის შეხვედრაზე დავაყენე და ხაზგასმით აღვნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჟესტი ქართულ-რუსული ურთიერთობებისა და ხალხისთვის. ჩემ წინაშე დაავალეს ამ საკითხის შესწავლა მისი მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვეტის მიზნით”, — განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ვიზებს უფრო ადვილად სტუდენტები და შრომითი მიგრანტები მიიღებენ.

”ეს, პრაქტიკულად, ადამიანების უზარმაზარ რაოდენობას შეეხება. უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ამ ეტაპზე აბსოლუტურად უვიზო მიმართულება არ შეიძლება იყოს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სავიზო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები მოხდება”, — აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.

 

ყველა ახალი ამბავი
0