უკრაინული ექსტრემისტული დაჯგუფების "მარჯვენა სექტორი" წევრებმა შაბათს მუკაჩევოს პოლიციასთან მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად კვირას კიევის შესასვლელში ბლოკ-პოსტი გახსნეს.
"მარჯვენა სექტორი" საჭიროების შემტხვევაში ბლოკ-პოსტებს მოაწყობს არამხოლოდ კიევის გარშემო, არამედ ქვეყნის დასავლეთშიც, განაცხადა ექსტრემისტული ოგრანიზაციის 13-ე ბატალიონის პრეს-მდივანმა ალექსეი ბიკმა.
რადიკალებმა ასევე განაცხადეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაჯგუფების სარეზერვო ბატალიონების მებრძოლებს კიევში გაუშვებენ.
შაბათს უკრაინის ზაკარპატსკის ოლქის ქალაქ მუკაჩევოში "მარჯვენა სექტორის" წარმომადგენლებმა მილიციასთან და ადგილობრივი ბიზნეს-სტრუქტურების წარმომადგენლებთან ორმხრივი სროლა გამართეს ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით. სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა სამამდე ადამიანი და დაშავდა თერთმეტი. შეიარაღებულებმა ტყეს შეაფარეს თავი და განაცხადეს, რომ იარაღს დაყრიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ლიდერი დიმიტრი იაროში უბრძანებს. მათ საკუთარი ქმედებები კონტრაბანდასთან ბრძოლით განმარტეს.
ამ დროისათვის კიევში მიმდინარეობს "მარჯვენა სექტორის" მომხრეთა აქცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მუკაჩევოს მოვლენებთან დაკავშირებით. რადიკალების ძირითადი მოთხოვნებია: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტროს არსენ ავაკოვისა და კარპატსკის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს ხელმძღვანელობის გადადგომა და შინაგან საქმეთა ორგანოებში ლუსტრაციის ჩატარება.
2014 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რადიკალური ექტრემისტული ორგანიზაციის გაერთიანება და აკრძალა მათი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე. იანვარში "მარჯვენა სექტორი" რუსეთში აკრძალული ორგანიზაციების რეესტრში გატარდა. მანამდე რუსეთში დაჯგუფების ლიდერის დიმიტრი იაროშიც წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ქმედებების განხორციელების მოწოდების გამო.