ბურჯანაძე: ქართველ ხალხს თავზე ბომბებს აღარავინ დააყრის

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის მიწვევით 10-11 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრები გამართა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და ქართველ ხალხს პირობა მისცა, რომ მათ თავზე ბომბებს აღარავინ დააყრის.

ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის მიწვევით 10-11 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრები გამართა.

”მე არ მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვისთვისაც მთავარი მათი თანამდებობებია და ვინც დაივიწყეს სამაჩაბლოს და აფხაზეთის თემა, როცა პოლიტიკოსი საუბრობს, რომ არ უნდა ელაპარაკო იმ ქვეყანას, რომლის ჯარიც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას, ეს არის პოლიტიკური სიბეცე. მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ მათ თავზე ბომბებს აღარავინ აღარ დააყრის” — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”რეაქციაში”.

მისი თქმით, ის მოსკოვში იმიტომ გაემგზავრა, რომ ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებას.

ბურჯანაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობა უნდა მოიპოვოს და რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს. ის დარწმუნებულია, რომ თუ ქართული მხარე რუსეთთან ”გონივრულ მოლაპარაკებებს” წარმართავს, პრობლემები გადაიჭრება.

”მაშინ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს”, — აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

 ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე გრძელდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0