ბორის ელცინის განცხადება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. 1990 წლის კადრები

გამოწერა
ბორის ელცინმა 1990 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (КПСС) რიგით 28-ე შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას КПСС-ის პოლიტიკური კურსი გააკრიტიკა. იხილეთ კადრები არქივიდან, თუ როგორ განაცხადა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) უმაღლესი საბჭოს მეთაურმა პარტიის დატოვების შესახებ.

ბორის ელცინმა 1990 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (КПСС) რიგით 28-ე შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას КПСС-ის პოლიტიკური კურსი გააკრიტიკა. იხილეთ კადრები არქივიდან, თუ როგორ განაცხადა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) უმაღლესი საბჭოს მეთაურმა პარტიის დატოვების შესახებ.

25 წლის წინ, 1990 წლის 12 ივლისს, ბორის ელცინმა და მისმა მომხრეებმა КПСС-ის დატოვების შესახებ განაცხადეს.

КПСС-ის კრება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლეს ორგანოდ მიიჩნეოდა. КПСС-ის დადგენილების თანახმად პარტიის ცენტრალური კომიტეტი კრებას 5 წელიწადში ერთხელ, ან უფრო ხშირად იწვევდა.

ჯამში საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას (1898-1990 წწ.) 28 კრება აქვს გამართული. КПСС-ის ბოლო კრება 1990 წლის 2-13 ივლისს შედგა.

ამ დროისათვის პარტია ფაქტიურად დაშლილი იყო 2 ნაწილად: რადიკალური რეფორმების მომხრეები, რომლებიც კომუნისტური პარტიის საპარლამენტი ტიპის პარტიად გარდაქმნას მოითხოვდნენ და ეგრედ წოდებული "კონსერვატორები", რომლებიც პარტის გენერალურ მდივანს, მიხაილ გორბაჩოვს კომუნისტური იდეოლოგიის უარყოფაში ადანაშაულებდნენ. 1990 წლის თებერვალში გამართულ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტზე გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირში პრეიდენტის პოსტის დამტკიცების აუცილებლობის შესახებ განაცხადა და ამავდრულად საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით გათვალისწინებული კომუნისტური პარტიის მმართველი როლის გაუქმება მოითხოვა. სახალხო დეპუტატების მიერ რიგით მესამე რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 1990 წლის 12-15 მარტს გაიმართა, ეს გადაწყვეტილება დამტკიცდა.

რიგით 28-ე კრების გახსნისას КПСС-ის ორგანიზაციებში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა (1990 წელს КПСС-ი დატოვა დაახლოებით მილიონმა ადამიანმა). პარტიის ამომრეველთა ოლქებისა და პარტიის კონფერენციების დელეგატების კრებაზე შეირჩა 4683 დელეგატი, მათგან კრებას 4657 დელეგატი დაესწრო.

სხდომის მსვლელობისას სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

სხდომის პირველ დღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მიხაილ გორბაჩოვმა სიტყვით გამოსვლისას "КПСС-ის ცენტრალური კომიტეტის რიგით 28-ე სხდომისა და პარტიის ამოცანების პოლიტიკური ანგარიში" ჩააბარა, სადაც შემდგომი მოქმედების სტრატეგიის არჩევანის საკითხი წამოჭრა. მან ორიენტირთა პარტიისა და სოციალიზმის შესახებ ეკონომიკური წარმოდგენების, კერძოდ, ქონების მფლობელობის ნაირსახეობის დაშვების საბოლოო ჩანაცვლებაზე ისაუბრა.

10 ივლისს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ალტერნატიული არჩევნების მცდელობა იყო, თუმცა პოსტზე კვლავ გორბაჩოვი დარჩა.

რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ბორის ელცინმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისათვის დასახელების დემოკრატიული ცენტრალიზმით შეცვლის და მასში ფრაქციის თავისუფლების იდეა წამოჭრა. მის წინადადებას მხარი არავინ დაუჭირა. 12 ივლისს ელცინმა და მისმა თანამოაზრეებმა კომუნისტური პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. სხდომის დელეგატების წინაშე საკუთარ გამოსვლაში ბორის ელცინმა განაცხადა, რომ მისი რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად არჩევისას და საზოგადოების მრავალპარტიულობაზე გადასვლის აღრიცხვისას ის ვერ შეძლებდა შეესრულებინა მხოლოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებები, ის ვალდებული იქნებოდა ერის სურვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილს დამორჩილებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0