სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერის საკითხი განიხილეს ფინანსთა სამინისტროში

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის ფარგლებში, დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის დროს, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

 როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღინიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის, ხარისხიანი და დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს სასამართლო სისტემის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.  

 ფინანსთა მინისტრმა  თავის მხრივ ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის და ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. ამავე დროს, მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. 

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები როგორც ფინანსთა სამინისტროს ისე სასამართლო სისტემებში იყოს უფრო მოქნილი და გამარტივებული.


ყველა ახალი ამბავი
0