თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, მოსკოვში მყოფი ქართული ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიღო. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
როგორც პარასკევს გავრცელებულ ინფორმაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, შეხვედრისას მხარეებმა „რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღებისა და განვითარების პერსპექტივებზე“ ისაუბრეს.
თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ აფხაზეთიას და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს.