მოსკოვის პედაგოგები ქართველ სტუდენტებს თეატრალურ ოსტატობას ასწავლიდნენ

გამოწერა
შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა ბ. შჩუკინის სახელობის მოსკოვის თეატრალური სასწავლებლის პედაგოგთან მუშაობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

16-26 ივნისს საქართველოს შავიზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში, საერთაშორისო კულტურულ-განმანათლებელი კავშირის "რუსკი კლუბ" ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა სამსახიობო ოსტატობის საზაფხულო სკოლა, სადაც მონაწილეობას შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული სექტორის სამსახიობო ფაკულტეტის პირველ კურსელები ღებულობდნენ.

სპეციალურად ამ პროექტისათვის საქართველოში ჩამოვიდნენ ბ. შჩუკინის სახელობის მოსკოვის თეატრალური სასწავლებლის წამყვანი პედაგოგები: რუსეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი ლუდმილა ვოროშილოვა, დოცენტი ოლგა კომაროვა და პროფესორი, ფილოლოგიური მეცნიერების კანდიდატიელიზავეტა ისაევა.

ავთანდილ ვარსიმაშვილის სასწავლებელში 8 სტუდენტი ეუფლებოდა მსახიობობას, სასცენო საუბარსა და რუსული ლიტერატურისა და თეატრის ისტორიას. სწავლების პროგრამა ითვალისწინებდა ინტენსურ წვრთნებს, ფიზიკურ მომზადებას, ეტტიუდებზე და თეორიულ მხარეზე მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0