მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს არ შექმნის

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიშანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მიზანია, გახდეს სრულყოფილი მრავალპროფილური რეგიონული ორგანიზაცია და არა სამხედრო კავშირი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის („შოსი“) წევრები ორგანიზაციის განვითარებას სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ჩამოყალიბების გარეშე აპირებენ, აღნიშნულია 2015 წლამდე „შოსის“ განვითარების სტრატეგიაში, რომელიც უფის სამიტზე პარასკევს მიიღეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 „წევრი სახელმწიფოები თავიანთი საერთო მიზნებად შემდგომ პერიოდში საჭიროდ მიიჩნევენ… შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, როგორც მრავალპროფილური რეგიონული ორგანიზაციის სრულყოფას, რომელიც არ ითვალისწინებს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ან ეკონომიკური ინტეგრაციული გაერთიანების ჩამოყალიბებას მართვის ზეეროვნული ინსტიტუტების წარმოქმნით“, — წერია დოკუმენტში.

2025 წლამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც უფის სამიტის შედეგების მიხედვით მიიღეს, აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ამ გაერთიანების წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული რაიმე კავშირებისა და ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

 „წევრი სახელმწიფოები ერთმანეთს ყოველმხრივ დაუჭერენ მხარს ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, განვითარებასა და სხვა სასიცოცხლო ინტერესებს. მათთვის შეუძლებელია მონაწილეობა ისეთ კავშირებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც მიმართული არიან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ან ისეთი ქმედებების მხარდაჭერა, რაც ნებისმიერ მათგანს ავნებს“, — ციტირებს დოკუმენტის ტექსტს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

გარდა ამისა, როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის  ქვეყნები საკუთარ ტერიტორიებზე არ დაუშვებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0