პარლამენტის სხდომების გაცდენა დეპუტატებს შესაძლოა ძვირი დაუჯდეთ

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზებად ითვლება ავადმყოფობა, მივლინება ან ოჯახური მდგომარეობა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, დეპუტატებს თითოეული გაცდენის გამო ხელფასი 10%–ით შეუმცირდებათ. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზებად ითვლება ავადმყოფობა, მივლინება ან ოჯახური მდგომარეობა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის პროცედურებისა და წესების კომიტეტმა შეიმუშავა, ამ ჩამონათვალიდან „ოჯახური მდგომარეობის“ ამოღებას ითვალისწინებს.

ამასთან, ავადმყოფობის შემთხვევაში დეპუტატები ვალდებულები იქნებიან პარლამენტში ავადმყოფობის ცნობა წარადგინონ, ხოლო მივლინებაში წასვლისას — ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მივლინების თაობაზე. 

ინიციატივას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომელბმაც აღნიშნეს, რომ სხდომების გაცდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას აფერხებს, ვინაიდან სხდომის დასაწყებად ვერ ხერხდება ქვორუმისთვის საკმარისი ხმების შეკრება. 


ყველა ახალი ამბავი
0