ბურჯანაძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ცდილობს

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმებაზე საუბარი ჯერ რთულია“.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლების წინაშე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი დააყენა და ვარაუდობს, რომ ეს საკითხი გადაწყდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

მისი თქმით, „მოლაპარაკებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს“.

 „აქ ეს საკითხი დავაყენე და ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში გაგებით ეკიდებიან იმას, რომ… ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, ისე მაინც გაკეთდეს, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვიზები გამარტივებულ რეჟიმში მიიღოს. ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყდება“, — განაცხადა ქართველმა პოლიტიკოსმა. 

მან აღნიშნა, რომ „სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმებაზე საუბარი ჯერ რთულია“.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შესვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ, მათ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ.


ყველა ახალი ამბავი
0