უსუფაშვილი: პარლამენტი გაითვალისწინებს სსფ–ს აზრს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნულ ბანკთან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელიც არცერთ სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს არ დაემორჩილება. კანონპროექტმა ეროვნული ბანკის, ბიზნესომბუდსმენის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც პირველი მოსმენით უკვე მიიღო ცვლილებები კანონში ეროვნული ბანკის შესახებ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს. 

ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნულ ბანკთან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელიც არცერთ სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს არ დაემორჩილება. კანონპროექტმა ეროვნული ბანკის, ბიზნესომბუდსმენის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების უკამყოფილება გამოიწვია. 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველასთვის მკაფიოდ და გასაგებად ვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი არ აპირებს, დაასრულოს ამ კანონზე მუშაობა მანამ, სანამ არ იქნება ყველა საკითხი გარკვეული და ყველა პრინციპულ თემაზე ურთიერთგაგება მიღწეული ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, მათთან, ვინც საქართველოს პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოგვმართეს წერილით“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის არიან სსფ, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, ერთობლივი წერილით მიმართეს პრემიერ ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილს და მოუწოდეს მათ, შეუნარჩონონ საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველის ფუნქცია. 

მათი აზრით, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები ასუსტებს დამოუკიდებლობასა და საბანკო ზედამხედველობის ხარისხს საქართველოში, საფრთხეს უქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას და ძირს უთხრის მდგრადი ზრდის პერსპექტივას.  

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები მიზანშეწონილი არ არის და ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგსაც არღვევს.  იგი ამბობდა, რომ პრეზიდენტი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლებით ისარგებლებდა. 


ყველა ახალი ამბავი
0