თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი Tbilisi Summer Set თბილისში 10-12 ივლისს გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წელს ფესტივალის ფარგლებში ორი სცენა იქნება წარმოდგენილი — დღისა და ღამისა. ფესტივალის დღეებში ჩატარდება გამოფენები და მასტერ-კლასები, რომლებსაც ჩაატარებენ ცნობილი კომპოზიტორი და პროფიუსერი ოულავიურ არნალდსი, დიჯეი Worakls, N’to–ს მუსიკოსები, იოაჰიმ პასტორი და ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი ნიკა მაჩაიძე.
დაგეგმილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლების გამოსვლა. ესენი არიან: შვეიცარელი დიჯეი Ripperton, ისლანდიური დუეტი Kiasmos, ნიდერლანდელი დიჯეი ბიდან მეტიუ დიკეი, იოაჰიმ პასტორი, ფრანგული ჯგუფი The Micronauts, გერმანელი ნილს ფრამი და სხვები.
დღისით გამართულ ღონისძიებებზე დასწრება უფასო იქნება, საღამოს კონცერტზე დასასწრები ბილეთი 30 ლარი (დაახლოებით 13 აშშ დოლარი) ეღირება, ხოლო სამი საფესტივალო დღის აბონემენტი — 70 ლარი (დაახლოებით 31 აშშ დოლარი).