ყირგიზეთის დედაქალაქში მილიციამ რეიდის შედეგად სექს-ინდუსტრიის 35 წარმომადგენელი დააკავა.
ბიშკეკის სვერდლოვსკის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს მილიციის №10 განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს რეიდი კოდური დასახელებით "პეპელა", რის შედეგადაც დააკავეს და მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მსუბუქი ყოფაქცევის 35 გოგონა.
"ჩვენ დავადგინეთ ინფორმაცია მათ შესახებ, ავიღეთ თითის ანაბეჭდები, ჩავატარეთ პროფილაქტიკური გასაუბრებები და გავათავისუფლეთ", — განაცხადა დედაქალაქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანმა ოლჟობაი კაზაბაევმა.
მან დაამატა, რომ თუ ამ გოგონებს მეორედაც დააკავებენ, საქმე სასამართლოს გადაეცემა.
როგორც კაზაბაევი იტყობინება, "ბოლო დროს პროსტიტუციის მიზნით გოგონების რეკრუტირება გახშირდა".