ბურჯანაძე რუსულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს

გამოწერა
ბურჯანაძე მოსკოვს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის მიწვევით ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში „ 21-ე საუკუნის მსოფლიო და რეგიონალური გამოწვევები“.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა —ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი მიხვდება რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება

 ქართველმა პოლიტიკოსმა რუსული ტელეკომპანია "Россия-1"-ის ეთერში აღნიშნა, რომ „რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება აუცილებელია“. მისი თქმით, თბილისში ესმით, რომ „საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ რუსეთთან ნორმალური კონსტრუქციული ურთიერთობები გვქონდეს, რომ ვსაუბრობდეთ იმ პრობლემებზე რაც აწუხებს საქართველოს და რაც მნიშვნელოვანია ქართულ-რუსული ურთიერთობებისათვის“.

 „რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებსაც სკეპტიკური და ნეგატიური დამოკიდებულებაც კი აქვთ ამის მიმართ, მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაში ამ ხალხის რიცხვი შემცირდება, სულ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს რუსულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას, და რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს ურთიერთობები ცალკეული სახელმწიფოების კეთილდღეობას ემსახუროს“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

 უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბურჯანაძე მოსკოვს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის მიწვევით ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში „ 21-ე საუკუნის მსოფლიო და რეგიონალური გამოწვევები“. ამასთან შეხვდება რუსეთის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. 

 ბურჯანაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების პირობებში ხედავს, რომ არ უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებისაკენ.


ყველა ახალი ამბავი
0