მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალი თბილისში აგვისტოში შედგება

გამოწერა
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მსვლელობისას, მონაწილეები განიხილავენ საწყისი კაპიტალის თემას და გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან.

ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე 9 ივლისს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.

მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მსვლელობისას, მონაწილეები განიხილავენ საწყისი კაპიტალის თემას და გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ამის შესახებ საქართველოს საფინანსო უწყება იტყობინება.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის  სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს, პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი იქნება.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჩინეთში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას დაუდასტურეს, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად არიან, როგორც ახალი ბანკის, ისე სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას“, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

ამჟამად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ყავს. საქართველო ამ სიაში 45-ეა. 

ამ ბანკის წევრობა, საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დამატებით ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალებას აძლევს.   

ყველა ახალი ამბავი
0