ოფიციალური დელეგაციების მისაღები დარბაზი ბაშკირეთის დედაქალაქ უფას კონგრეს-ჰოლში მდებარეობს, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციებისა და BRICS-ის ჯგუფის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) საერთაშორისო სამიტები დაიწყო.
100 კაცზე გათვლილი ნაგებობა უმასპინძლებს პრეზიდენტებს, რომლებიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალური დელეგაციების მეთაურები არიან, იუწყება Sputnik ყირგიზეთი.
დარბაზის კედელი გაფორმებულია დიდი თანამედროვე LED-მონიტორებით, ხოლო მაგიდებს რუსეთის ოქროს გერბით გაფორმებული ჭურჭელი ამშვენებს.
მაგიდების მომსახურება და გაფორმება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციების უფაში მდებარე მისაღებ დარბაზში.