მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის თაობაზე რუსეთ-ამერიკის შეხვედრა ციურიხში გაიმართა

© RIA Novostiგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრა, რომელიც უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებს ეძღვნებოდა, ციურიხში სამშაბათს გაიმართა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა ციურიხში, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა, კონსტრუქციულ და ღია ატმოსფეროში წარიმართა. მოსკოვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ვაშინგტონი კიევზე ზემოქმედებისთვის მზად არის, განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მდივანმა გრიგორი კარასინმა. 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრა, რომელიც  უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებს ეძღვნებოდა, ციურიხში სამშაბათს გაიმართა.  

 „ეს ჩვენი მესამე შეხვედრა იყო, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. ის მთლიანად უკრაინის კონფლიქტის ორ მხარეს შორის მინსკის შეთანხმებების დებულებების შესრულების საკითხებს მიეძღვნა. ეს იყო ძალზე დეტალური, ღია, მთლიანობაში კონსტრუქციული საუბარი… თანაც ეს ყველა სფეროს ეხებოდა: უსაფრთხოების, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ჰუმანიტარული ვითარების, სოციალურ-ეკონომიკურ და ასევე პოლიტიკური ბლოკის საკითხებს — საკონსტიტუციო რეფორმებს, არჩევნებისთვის მზადებას”, — განაცხადა მან.

 „ასეთი ურთიერთგაგება თავიდანვე არსებობს. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ სწორედ ასეთი ურთიერთგაგების საფუძველზე ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს მეთაურების დავალებით“, — განაცხადა კარასინმა.  

კარასინის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტების განგრძობაზე. „ალბათ, მოვძებნით ურთიერთობის ფორმას და იგივე თემებს ივლისის ბოლომდე განვიხილავთ“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ მორიგი შეხვედრის ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0