თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. აჭარის მოდის კვირეული (Adjara Fashion Week — 2015) წელს პირველად ჩატარდება ბათუმში 3 აგვისტოდან 2 ივლისამდე, იუწყება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის 16 დიზაინერის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გაიმართება გამოფენა–გაყიდვებიც.
„მოდის კვირეულის ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. პროექტის მიზანია აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა, ახალგაზრდა დიზაინერების წარდგენა და მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის დამყარება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიცაა მოდისა და დიზაინის ასოციაცია Fashion Group, კომპლექს Palm Apartments–ისა და ღია აუზის ტერიტორიაზე ჩატარდება.