მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ს ელჩმა რუსეთთან და სსრკ-სთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თანამშრომლობა გაიხსენა

გამოწერა
საბჭოეთის ლეგენდარულმა მფრინავ-კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა და რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა ოთხშაბათს ისტორიული ფროექტისადმი "ალიასკა - ციმბირი" მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე ქვეყნების საერთო ინტერესების გამონახვასა და ერთობლივი მუშაოაბის შესახებ ისაუბრეს.

საბჭოეთის ლეგენდარულმა მფრინავ-კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა და რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა ოთხშაბათს ისტორიული ფროექტისადმი "ალიასკა — ციმბირი" მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე ქვეყნების საერთო ინტერესების გამონახვასა და ერთობლივი მუშაოაბის შესახებ ისაუბრეს.

მიუხედავად ახლანდელი დაძაბულობისა რუსეთმა და აშშ-მა უნდა განაგრძონ თანამშრომლობა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ტეფტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში უამრავი გლობალური პრობლემა არსებობს, რომლებიც რუსეთსა და აშშ-ს შორის კოორდინირებულ ქმედებებს საჭიროებს.

"მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები მეორე მსოფლიო ომის დროს რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ჩვენი თანამშრომლობა მაინც სასარგებლო აღმოჩნდა: ფაშისტური გერმანიის დაცემა. დღეს ბევრ სხვა გლობალური პრობლემა არსებობს, რომლებიც მსგავს კოორდინირებულ ქმედებებს მოითხოვს", — განაცხადა ამერიკის ელჩმა საერთაშორისო ისტორიული ფროექტისადმი "ალიასკა — ციმბირი" მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე.

საბჭოეთის ლეგენდარულმა მფრინავ კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა დაამატა, რომ, მიუხედავად ქვეყნებს შორის ურთიერთობის პროგრესისა და უკუსვლისა, აშშ-ის და რუსეთის ერები კვლავ პატივისცემით ეკიდებიან და მხარს უჭერენ ერთმანეთს.

"მთავარია, მივიღეთ დიდი მორალური მხარდაჭერა, ჩვენთან არის ამერიკელი ერი. ამის დავიწყება არ შეიძლება", — განაცხადა ლეონოვმა.

"ალიასკა — ციმბირი — 2015" — რუსულ-ამერიკული პროექტია, რომელიც დიდ სამამულო ომში გაამრჯვების 70-ე წლისთავს მიეძღვნა. პროექტის მიზანია ალიასკა-ციმბირის საჰაერო გზის გახსენება. 1941 წლის შემოდგომაე დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ვალდებულება აიღეს იმავე წლის ოქტომბრიდან საბჭოთა კავშირი "ლენდ-ლიზის" სახით უზრუნველეყოთ შეიარაღებით, ტრანსპორტით, სტრატეგიული ნედლეულითა და საკვებით.

ყველა ახალი ამბავი
0