თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საპორტო ქალაქ ფოთში ჩატარდება 15–25 ივლისს, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი, კულტურულ–საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“.
ფესტივალში, რომელიც ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე ჩატარდება, საქართველოს რეგიონულ თეატრებთან ერთად იტალიის, ბელარუსისა და პოლონეთის თეატრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„პროექტის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ხელშეწყობა. ფესტივალის ფარგლებში უცხოური თეატრების დასები არა მხოლოდ გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას, არამედ თავადაც გაეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიება პირველად ჩატარდება საქართველოში და ყოველწლიური გახდება.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.