ესპანურმა მემარცხენე პარტიამ Podemos და ფრანგულმა პარტიამ "ევროვნული ფრონტი" ოთხშაბათს გამართულ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის ეკონომიკის პოლიტიკა გააკრიტიკეს.
"ევრო და მკაცრი ეკონომიკა სიამის ტყუპები არიან", — აღნიშნა ფრანგული პარტიის "ეროვნული ფრონტი" ლიდერმა მარინ ლე პენმა სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა საბერძნეთს ევროს ხმარებიდან ამოღება ურჩია, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის მიმართ მკაცრი ეკონომიკის მომდევნო ეტაპები.
"საბერძნეთმა უნდა მოილაპარაკოს იმ რკინის ეშვებიდან გამოხსნაზე, რომელიც სამხრეთ ევროპისთვის არის ევრო", — განაცხადა მარინ ლე პენმა.
ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა ასევე ესპანური მემარცხენე პარტიის Podemos ლიდერმა პაბლო იგლესიასმა.
"ევროპას ემუქრება ფინანსური ტოტალიტარიზმი, გერმანიის მთავრობის ქედმაღლობა და მთავრობაში მყოფი ზოგიერთი ადამიანის უძლურება საკუთარი ერის დაცვაში", — აღნიშნა იგლესიასმა.
მანამდე, ამავე დღეს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, რომლის გამოსვლასაც პარლამენტარები მქუხარე ოვაციებით შეეგებნენ. ციპრასმა აღნიშნა, რომ ახალი გადაწყვეტილება, რომელსაც პარტია "სირიზას" მანდატის საფუძველზე მიიღებენ, წარსულის შეცდომების გამეორებას თავიდან აირიდებენ და საბერძნეთის ეკონმიკა აღარ მოექცევა მკაცრი ეკონომიკის ჩიხში.
საბერძნეთი ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 240 მლრდ ევროზე მეტი ვალის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ვალი საბერძნეთს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც ის ევროპის ქვეყნებმა 2010 და 2012 წლების დეფოლტებისგან იხსნეს. კრედიტორების პროგნოზი იმის თაობაზე, რომ მკაცრი ეკონომიკა საბერძნეთს ვალების გადახდას გაუადვილებდა, არ გამართლდა. იანვარში ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ „სირიზა“ კრედიტორებთან ახალი მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა.