მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორი მექრთამეობაშია ბრალდებული

გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი მირუაშვილმა ქრთამი სახელმწიფოს კუთვნილი, უფლისციხის ისტორიულ–არქიტექტურული ნაკრძალ–მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის არენდით გაცემის სანაცვლოდ აიღო.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. უფლისციხის ისტორიულ–არქიტექტურული ნაკრძალ–მუზეუმის დირექტორი ირაკლი მირუაშვილი თბილისში 13 ათასი ლარის ოდენობის (5.8 ათასი აშშ დოლარი) ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი“, — ნათქვამია შსს პრეს–სამსახურის განცხადებაში ხუთშაბათს, 9 ივლისს. 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

ყველა ახალი ამბავი
0