მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დილამ“ თურქეთში შეკრებაზე „ალანიასპორი“ დაამარცხა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialფეხბურთი. გორის დილა.
ფეხბურთი. გორის დილა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის შეკრების შემდეგ გორის „დილა“ ბელგრადში გაემგზავრება, სადაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ თამაშს ადგილობრივი „პარტიზანის“ წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის „დილამ“, ამხანაგურ მატჩში, თურქეთის პირველი ლიგის გუნდი „ალანიასპორი“ გამანადგურებელი ანგარიშით — 7:0 დაამარცხა. მატჩი წინა სეზონური შეკრების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ატარებენ. 

 გამარჯვებულთა შემადგენლობაში დუბლიორად თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე აღინიშნა. ასევე გამორჩეულად ითამაშეს გიორგი ნავალოვსკიმ, ალექსანდრე კვახაძემ, ოთარ მარცვალაძემ, მიხეილ გორელიშვილმა და გიორგი ერისთავმა. 

 უჩა სოსიაშვილის გუნდისათვის შეკრების განმავლობაში ეს უკვე მესამე სპარინგ-მატჩია ანტალიაში. პირველი  ორი მატჩი  „დილამ“ უკრაინული „ვოლინის“ წინააღმდეგ ჩაატარა. 

 „დილა“ თურქეთში 14 ივლისამდე დარჩება. ამ დროის მანძილზე ქართული გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს (მოწინააღმდეგე ჯერ უცნობია), რის შემდეგაც ბელგრადში გაემგზავრება, სადაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ თამაშს ადგილობრივი „პარტიზანის“ წინააღმდეგ გამართავს.  


ყველა ახალი ამბავი
0