თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილისში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის „სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის განვითარების შემდგომი მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან თანხვედრისათვის“ წარმდგენი კონფერენცია გაიმართა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ამომწურავი და ღია ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული აქტივობებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მეტოლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს როგორც ინსტიტუციური, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი ევროპული და და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია როგორც სააგენტს საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობისთვის.
სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მის ინტეგრაციას შესაბამის ინსტიტუციებში. სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის განვითარება და დაახლოება საერთაშორისო და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან მიმდინარეობს ТBT სტრატეგიის, TBTპროგრამისა და DCFTA-ს შესაბამისად.