მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი COSAC-ის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya  / გადასვლა მედიაბანკშილუქსემბურგი
ლუქსემბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
COSAC-ი აერთიანებს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის კომიტეტებს. მისი საშუალებით, ეროვნული პარლამენტები ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მონაწილეობენ, განიხილავენ ინიციატივებს მოქალაქეთა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. 12-13 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (Conference of Parliamentary Committees for Union Affairs of Parliaments of the European Union – COSAC) საპრეზიდენტო ტროიკის სპეციალური მიწვევით დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ოთხშაბათს, 8 ივლისს იტყობინება.

 „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ აქტიური საპარლამენტო დიპლომატიის წარმოების, ევროპის ეროვნულ პარლამენტებთან და ევროპარლამენტთან ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად, განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კომიტეტი უკვე მეოთხედ იქნა მიწვეული COSAC-ის ღონისძიებებში (საბერძნეთში, იტალიაში, ლატვიასა და ლუქსემბურგში) მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, კომიტეტის ვიზიტი COSAC-ის ბიუროს სხდომაზე პირველია და ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას ატარებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი მოწინავეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებს შორის, რომელმაც ასოცირება მოახდინა ევროკავშირის ისეთ მნიშვნელოვან საპარლამენტო ფორუმთან, როგორიცაა კოსაკი“, ნათქვამია შეტყობინებაში.

 COSAC-ი აერთიანებს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებსა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას. საპარლამენტო კომიტეტების ეს გაერთიანება 1989 წელს შეიქმნა, როდესაც ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების პარლამენტის თავმჯომარეები შეთანხმდნენ გაეძლიერებინათ ეროვნული პარლამენტების როლი ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში.

 კოსაკის საშუალებით ეროვნული პარლამენტები ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მონაწილეობენ, განიხილავენ ინიციატივებს მოქალაქეთა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა. კოსაკის უნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, შეიმუშაოს დასკვნა და დეკლარაცია ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს საყურადღებოდ. სპეციალიზებული საპარლამენტო კომიტეტების ეს ფორუმი ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ დიალოგის განვითარებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის პარლამენტებს შორის.


ყველა ახალი ამბავი
0