რუსეთმა საქართველოს პოზიციას კომპენსაციაზე 2015 წლის 9 ოქტომბრამდე უნდა უპასუხოს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, აღიარა რა არა ერთი ფაქტი ადამიანის უფლებათა დარღვევის, გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი, 2015 წლის 9 ოქტომბრამდე ვალდებულია უპასუხოს საქართველოს მოთხოვნას კომპენსაციის შესახებ, მორალური ზარალის ანაზღაურების სახით, რუსეთიდან 2006 წელს ქართველთა მასობრივი დეპორტაციის გამო. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ოთხშაბათს, 8 ივლისს იტყობინება. 

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 2 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პოზიციას გამოხატავდა 2006 წელს რუსეთიდან ქართველთა მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა კომპენსაცია 70 მილიონ 320 ათასი ევროს სახით. 

 „როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, აღიარა რა არა ერთი ფაქტი ადამიანის უფლებათა დარღვევის, გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა და საქართველომ 12 თვის განმავლობაში უნდა მოამზადონ შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით და აცნობონ სასამართლოს მიღწეულ შეთანხმებაზე. 

 სასამართლომ დადასტურებულად აღიარა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლის შედეგადაც ქვეყნიდან 4 ათას 634 ქართველი გამოაძევეს, რითაც ამ ადამიანთა მიმართ დაარღვიეს ევროპის კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა).

 სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2 ათას 380 ქართველი უკანონოდ იყო დაკავებული რუსეთში და გამოძევებული კონვენციის მესამე მუხლის (არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი ქცევის აკრძალვა), მე-5 მუხლის 1 პუნქტის (ყველას აქვს თავისუფლების უფლება), მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის (ყველას ვისაც აღეკვეთა თავისუფლება დაკავების ან საკანში მოთავსების გამო, აქვს უფლება სასამართლოს მიერ მისი დაკავების კანონზომიერების განხილვისა და დაუყოვნებელი განთავისუფლებისა, თუკი სასამართლო  დაკავებას უკანონოდ სცნობს) დარღვევით. ამასთან სამი დაკავებული დაკავების ადგილებში დაიღუპა. 

 სტრასბურგის სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ზემოთ აღნიშნულ უფლებათა დარღვევის მსხვერპლთათვის ასევე მიუწვდომელი იყო უფლებების დაცვის ქმედითი საშუალებები, რითაც ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-13, მესამე და მეხუთე მუხლები დაირღვა. 

ყველა ახალი ამბავი
0