საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ პირველად ოთხშაბათს გამოვიდა სიტყვით ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარტია "სირიზამ" მიიღო მანდატი, გააორმაგონ ძალები იმისათვის, რომ საბერძნეთის პრობლემის გადასაჭრელად სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად მყარი გადაწყვეტილება მიიღონ, განაცხადა ციპრასმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც მის გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტებით შეეგებნენ.
ციპრასმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარებათ თავიდან აიცილონ წარსულის ის შეცდომები, რომელმაც საბერძნეთის ეკონომიკა მკაცრი ეკონომიკის ჩიხში მოაქცია. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთი არ აპირებს ევროპასთან კონფლიქტს.
ზოგიერთმა პარლამენტარმა პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად მაგიდებზე დადგეს ტაბლოები წარწერით "არა", ამ მეთოდით გამოხატავდნენ სოლიდარობას ბერძენი ერის არჩევანისადმი, რომელიც კრედიტორების მოთხოვნების წინააღმდეგ კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე გააკეთეს.
მანამდე ეკონომიკური და ფინანსური საქმეების ევროკომისარმა პიერ მოსკოვისიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის პრობლემის გადაჭრის შეთანხმება 12 ივლისისთვის მიღებულ იუნდა ყოფილიყო.
საბერძნეთი ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 240 მლრდ ევროზე მეტი ვალის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ვალი საბერძნეთს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც ის ევროპის ქვეყნებმა 2010 და 2012 წლების დეფოლტებისგან იხსნეს. კრედიტორების პროგნოზი იმის თაობაზე, რომ მკაცრი ეკონომიკა საბერძნეთს ვალების გადახდას გაუადვილებდა, არ გამართლდა. იანვარში ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ „სირიზა“ კრედიტორებთან ახალი მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა.