მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქართველი ბალერინა ანა ტურაზაშვილი დიდი თეატრის სოლისტი გახდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის დიდი თეატრი
მოსკოვის დიდი თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ტურაზაშვილი 2007-2009 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში ცეკვავდა, ხოლო 2009 წელს დიდი თეატრის დასის ბალერინა გახდა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ქართველი ბალერინა ანა ტურაზაშვილი, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში ექვსი წლის წინ მიიღეს, ახლა სოლისტი გახდა, აღნიშნულია თეატრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 „სოლისტების კატეგორიაში გადაყვანილი არიან ანასტასია ვინოკური, ანგელინა კარპოვა, ანა ტურაზაშვილი და ალექსანდრ სმოლიანინოვი“, – ნათქვამია  განცხადებაში.

ანა ტურაზაშვილი თბილისში დაიბადა. 1999 წელს იგი ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 2004-2007 წლებში სწავლა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიის აკადემიაში განაგრძო.

2007-2009 წლებში ტურაზაშვილი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში ცეკვავდა, ხოლო 2009 წელს დიდი თეატრის დასის ბალერინა გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0