მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაკკეინი: ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სახიფათო მისიას ასრულებენ

© facebook.com/mod.gov.geქართული არმია
ქართული არმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკკეინმა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალმა ჯონ კემბელმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ, კოალიციაში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ავღანეთის ქალაქ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, იუწყება ოთხშაბათს, 8 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

მაკკეინმა და „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის სარდალმა, გენერალმა ჯონ კემბელმა (John Campbell) აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. 

„საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. ქართველი სამხედროები პერიმეტრის გარეთ ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი მოკავშირეების, სამხედროების და საზღვაო ქვეითების უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს. მისიის მეთაურმა გენერალმა კემპბელმა მითხრა, რომ ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან. ისინი ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს – სწორედ ასეთები არიან ქართველი სამხედროები“, – ციტირებს მაკკეინის სიტყვებს სამინისტროს პრეს-სამსახური. 

უწყების მონაცემებით, აშშ-ის სენატორის უსაფრთხოებას ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდნენ. 

მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ ავღანეთში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ოპერაციის სამხედრო სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათსა და მაზარი-შარიფში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი განათავსეს. მისია საბრძოლო არ არის — ნატოს სამხედროებს შეუძლით თავდაცვა, მაგრამ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

 


ყველა ახალი ამბავი
0