თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ლათინური ამერიკის ყველა შეტყობინების 98%-ს იგდებს ხელთ, აცხადებს სკანდალურად ცნობილი „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ლათინურ ამერიკაში შეტყობინებების 98%-ს ეროვნული უშიშროების სააგენტო იგდებს ხელთ, როდესაც ის აშშ-იდან დანარჩენ მსოფლიოში ხვდება“, – ციტირებს ასანჟის სიტყვებს გამოცემა „მოსტრადორი“ ჩილედან.
ასანჟმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიები „გუგლი“ და „ფეისბუქი“ ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ინფორმაციის ხელში ჩაგდებაში ეხმარებიან. „ისინი ფიზიკურად აშშ-ში არიან განთავსებული, მათი იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან ამ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რომლითაც მათ შეგროვებული ინფორმაციის გადაცემას აიძულებენ“, – განაცხადა ასანჟმა.
ჯულიან ასანჟი ცნობილი 2006 წელს, ვებგვერდ „ვიკილიქსზე“ მუშაობისას გახდა, რომელიც საიდუმლო მასალების გამოსაქვეყნებლად დაფუძნდა. 2010 წელს საიტმა ამერიკელი სამხედროების საიდუმლო ვიდეომასალები გამოაქვეყნა, რომელზეც 18 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა იყო ასახული. ამის შემდეგ საიტმა დიპლომატიური ხასიათის 250 ათასი დოკუმენტის პუბლიკაციას მიჰყო ხელი. 2012 წლიდან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს.