თბილისის მერი: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მოძრაობას აფერხებენ

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს მიღებული. ბევრ ქვეყანაში ასეთ მანქანებს კრძალავენ და თავის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მოძრაობას აფერხებენ და მათ აკრძალვასთან  დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. 

„მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები. არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიან მანქანებს კრძალავს, რადგან ისინი, გარკვეული თვალსაზრისით, მოძრაობას აფერხებენ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს“, — განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 


ყველა ახალი ამბავი
0