საქართველოს სამხედრო გზა მეწყრის გამო გადაიკეტა

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დილის 7:30 საათიდან გზა მთლიანად გადაკეტილია. საქართველოს ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, განაცხადა რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრომ.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზა ჩამოწოლილი მეწყრის გამო გადაკეტილია, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს წარმომადგენელმა. 

„დილის 7:30 საათიდან გზა მთლიანად გადაკეტილია. საქართველოს ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა მან. 

გზა ქართული მხარის რეკომენდაციით გადაიკეტა. 


ყველა ახალი ამბავი
0