მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიდერლანდებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიჰააგა
ჰააგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდების სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამშაბათს, 7 ივლისს იტყობინება. 

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიკაცია 18 ივლისს მოახდინა, ხოლო ევროპარლამენტმა- 18 დეკემბერს. 

 2014 წელს შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინეს ბულგარეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, რუმინეთმა, მალტამ, სლოვენიამ, შვეციამ, უნგრეთმა, ესტონეთმა, დანიამ, ხორვატიამ. ხოლო 2015 წელს — ირლანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ლუქსემბურგმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, პორტუგალიამ, სლოვენიამ, კვიპროსმა.  ამ დრომდე ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 22-მა ქვეყანამ მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია.

ყველა ახალი ამბავი
0