მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჟენევის დისკუსიებს საქართველოში წარმატებული უწოდეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონდუას თქმით, ჟენევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საჭოროებებზე ისაუბრეს, ასევე აღინიშნა ხალხებს შორის ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგების აუცილებლობის მნიშვნელობა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო 32-ე რაუნდი წარმატებული იყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ კონფლიქტური ტერიტორიების საკითხების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ, სამშაბათს, 7 ივლისს.

 „ეს იყო საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული რაუნდი. მთელი დღის განმავლობაში (1 ივლისს) საინტერესოდ ვიმუშავეთ. იყო განხილვები და დისკუსიები, ასევე გამოჩნდა პერსპექტივები, როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან (სამხრეთ ოსეთი) ორმხრივ ურთიერთობებში“, განაცხადა დონდუამ.

 მოლაპარაკებების პროცესში განხილულ იქნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრები ორ სამუშაო ჯგუფში წარიმართა. 

 დონდუას თქმით, ჟენევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საჭოროებებზე ისაუბრეს, ასევე აღინიშნა ხალხებს შორის ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგების აუცილებლობის მნიშვნელობა. 

 ჟენევის დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე,  2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ჟენევის შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-სა დელეგაციები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ხოლო თანათავმჯდომარეები არიან ევრიკავშირი, გაერო და ეუთო. 


ყველა ახალი ამბავი
0