საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო საერთაშორისო აქტივები 6 755,7 მლნ დოლარს შეადგენს, რომელთაგან 45,1% სარეზერვო აქტივებია. ისინი წლის განმავლობაში 224,8 მილიონი დოლარით შემცირდა და 2014 წლის 31 მარტისათვის 2 598,6 მლნ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით უარყოფითია და  -16 807,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც  2.1%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. კვარტლის განმავლობაში მაჩვენებელი 2,4%-ით შემცირდა. საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში103,8%. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება. 

 საერთო საერთაშორისო აქტივები 6 755,7 მლნ დოლარს შეადგენს, რომელთაგან 45,1% სარეზერვო აქტივებია. ისინი წლის განმავლობაში 224,8 მილიონი დოლარით შემცირდა და 2014 წლის 31 მარტისათვის 2 598,6 მლნ დოლარი შეადგინა. საერთო ვალდებულებებმა 22 168,6 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან პირდაპირი ინვესტორების წინაშე ვალდებულებები წლიური აღრიცხვით 182,1 მილიონი დოლარით გაიზარდა და 11 659,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

 პორტფელის ინვესტორების წინაშე ვალდებულებები 57,2% —ით გაიზარდა და 1 996,1 მლნ დოლარი შეადგინა. რომელთაგან 560,4 მლნ დოლარს მტავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები შეადგენს.

 კვარტალურ აღრიცხვაში ეროვნული ბანკის საკრედიტო ვალდებულებები 38,7 მილიონი დოლარით შემცირდა და 77,1 მლნ დოლარი შეადგინა. მთავრობის ვალდებულებები 22.6 მლნ დოლარით შემცირდა.


ყველა ახალი ამბავი
0