უკრაინაში აშშ-ს ელჩის ჯეფრი პაიეტის ინფორმაციით, ქალაქში ახლადშექმნილი საპატრულო პოლიციის სწავლებისათვის კალიფორნიის შტატიდან ოფიცრები ჩავლენ. "ჩვენ დახმარებას გავუწევთ ოდესაში ისეთივე მაღალი სტანდარტების ახალი საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებას, როგორიც არის ახალი ქვედანაყოფები კიევში", — განაცხადა მან პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე.
ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოდესაში "ანტიკორუფციული ხასიათის" პროგრამა იწყება. მან აღნიშნა, რომ ახლადშექმნილი პოლიცია, აბსოლუტურად ახალი სტრუქტურაა. მისი თქმით, თანამშრომლების დამოკიდებულება საკუთარ პოზიციასთან ძველთან შედარებით საფუძვლიანად შეიცვლება და ისინი ერთმანეთის ისე განსხვავდებიან, "როგორც ცა და მიწა".
სააკაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ აშშ იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დახმარების სურვილი გამოთქვა ახალი საპატრულო პოლიციის შექმნაში მატერიალურადაც კი.
უკრაინის შინაგან საქმეტა სამინისტრო შინაგან საქმეთა ორგანოებში საფუძვლიან რეფორმებს ატარებს. დაგეგმილია ახალი სამსახურის, პოლიციის შექმნა, რომელიც დროდადრო ჩაანაცვლებს ყოფილ მილიციას და სახელმწიფო ავტოინსპექციას. დასაწყისისთვის, საპილოტო პროექტების სახით, საპატრულო პოლიციის დიდ ქალაქებში შექმნაა დაგეგმილი. პირველი მათგანი იყო კიევი, სადაც ახალმა პატრულმა 4 ივლისს დაიწყო მუშაობა. სავარაუდოდ, შეიქმნება ევროსტანდარტების შესაბამისი პოლიცია და მის თანამშრომლებს სოლიდური ანაზღაურება ექნებათ.