მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კაპანაძე: საქართველოს თავდაცვა აშშ–დან თვითმფრინავებს შეისყიდის

© facebook.com/mod.gov.geთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აგვისტოს თვეში აშშ–ში ვიზიტს გეგმავს, სადაც ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკის თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან (Ashton Baldwin Carter).

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ–თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვასთან დაკავშირებით, განაცხადა შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა, გენერალ–მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამშაბათს, 7 ივლისს. 

 „ჩვენ ამერიკულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მიმდინარეობს არა მარტო მოლაპარაკებები, არამედ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავების პარკის განახლების თვალსაზრისით რეალური მოქმედებებიც.  რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია უახლესი მოდელების შესყიდვა,  გამომდინარე მათი მაღალი ფასისგან, მაგრამ ჩვენ შევისყიდით ისეთ თვითმფრინავებს, რომელიც ეფექტური იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ 15 ივნისს ფრანგულ მხარესთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით „მრავალი შესაძლებლობები წარმოიშვა“. მართალია, მინისტრს არ დაუკონკრეტებია რომელ შეთანხმებაზეა საუბარი, მაგრამ, სავარაუდოდ, მხედველობაში საჰაერო უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება ჰქონდა.

ხიდაშელის სიტყვებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს „საიდუმლო ემბარგოს“ რეჟიმში აღმოჩნდა.

 „ფრანგულ მხარესთან კონტრაქტზე ხელის მოწერამ, ამ მიმართულებით მრავალი შესაძლებლობა დაგვანახა. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. წინ არა ერთი ვიზიტი გველოდება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა მარტო ნატოს შესახებ ვისაუბრებთ, არამედ სხვა იმ საკითხებზე, რომელიც ასე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აგვისტოს თვეში აშშ–ში ვიზიტს გეგმავს, სადაც ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკის თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან (Ashton Baldwin Carter).

Global Firepower Index–ის კვლევებით, საქართველო თავისი სამხედრო პოტენციალით მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 75–ე ადგილზეა. საქართველოს თავდაცვის ბალანსზე მთლიანობაში 52, აქედან 11 შემტევი თვითმფრინავი ირიცხება.

 

ყველა ახალი ამბავი
0