ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს GEM Fest უმასპინძლებს

© courtesy of Anaklia Portანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
GEM Fest-ი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას ორგანიზებით ჩატარდება, რომელიც 2014 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, სიგუამ არაერთხელ მიიღოს სიტყვიერი გაფრთხილება ”სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი საქციელის გამო”.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი (GEM Fest) 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

” GEM Fest-ი ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია დღესდღეობით ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში”, — აღნიშნულია ფესტივალის ვებ-გვერდზე. 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მათ აინტერესებთ ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შეძახილს: 'ბრწყინვალეა!' დაიმსახურებს — მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დიჯეი არმინ ვან ბიურენი (Armin van Buuren) ჰოლანდიიდან, ელექტრონული დუეტი Booka Shade გერმანიიდან, მინიმალ-ჰაუსი, ტექნო-ჯგუფი M.A.N.D.Y. გერმანიიდან, ექსპერიმენტული პოპ-ტრიო WhomadeWho დანიიდან, DJ Anna Hanna — ლიტვიდან, დიჯეი ოლგა კოროლი რუსეთიდან, ასევე ალექს პიკონე (Alex Picone) იტალიიდან, ანდრე კრომი (Andre Crom) გერმანიიდან, ნასტია უკრაინიდან, პეტრე ინსპირესკუ (Petre Inspirescu) რუმინეთიდან, რადიო სლავე (Radio Slave) დიდი ბრიტანეთიდან და სხვ.

GEM Fest-ი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას ორგანიზებით ჩატარდება, რომელიც 2014 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, სიგუამ არაერთხელ მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება ”სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი საქციელის გამო”. ამასთან, სამინისტროს არ განუმარტავს, კერძოდ რომელი საქციელი იყო თანამდებობისთვის შეუსაბამო. სიგუამ, თავის მხრივ, გათავისუფლების ძირითად მიზეზად საქართველოში პროექტ KaZantip-ის ორგანიზება დაასახელა.

 


ყველა ახალი ამბავი
0