რეფერენდუმი, რომელზეც ბერძენმა ერთმა კრედიტორთა ულტიმატუმს პასუხად "არა" გასცა, ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენად შევიდა, ერთად ტელეეთერით მიმართვაში განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა.
"ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ დემოკრატიას შანტაჟით ვერ დააშინებენ. რეფერენდუმზე არ არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები, ერმა შიში დაძლია. ჩვენ ახლა ყველა ერთად ვართ, მიუხედავად არჩევნებში მათი პოზიციისა. ახლა ჩვენი მიზანია აღვადგინოთ სოციალური ერთობა და ეკონომიკური სტაბილურობა", — განაცხადა პრემიერმა.
ევროკომისიის მეთაურის, მარტინ შულცის აზრით, რეფერენდუმის შემდეგ საბერძნეთში სიტუაცია ყოველდღიურად დამძიმდება. "დარწმუნებული ვარ, ბერძენი ერი კვირების განმავლობაში გაჭირვებაში იქნება და სიტუაცია დღითიდღე დამძიმდება. ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს ევროზონის სამიტზე საბერძნეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა ნდა განვიხილოთ", — აღნიშნა შულცმა.
მან ასევე აღნიშნა, პრემიერ ალექსის ციპრასის პირობა, რეფერენდუმზე კრედიტორების ულტიმატუმისათვის უარის თქმა, კრედიტორებთან საბერძნეთის მოსალაპარაკებელ პოზიციას გაამყარებს. ევროკომისიის მეთაურის თქმით, ევროზონის დანარჩენი ქვეყნების აზრი, რომლებიც საბერძნეთის კრედიტორები არიან, შესაძლოა ბერძენი ხალხის აზრისგან განსხვავებული იყოს.
საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების პირობებთან დაკავშირებით საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმი კვირას საღამოს დასრულდა. მთავრობამ მოსახლეობას შესთავაზეგაეცათ პასუხად "კი" ან "არა" შეკითხვაზე: ღირს თუ არა შეთანხმების პროექტის მიღება, რომელიც ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფორნმა 25 ივნისს წარმოადგინეს. კრედიტორთა მოთხოვნებს საბერძნეთის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 61%-მა უპასუხა "არა", 39%-მა — "კი".